უმრავლესობა ივანიშვილის შენიშვნების გაზიარებას გეგმავს

უმრავლესობა ივანიშვილის შენიშვნების გაზიარებას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარებას გეგმავს.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, კოორდინაციის მხრივ მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა  გასაუმჯობესებელია.

„ვაცნობიერებთ, რომ ახალი უმრავლესობისთვის იმ ობიექტური მიზეზების გამო, რომ გამოცდილება ბევრს არ აქვს, რა თქმა უნდა, კოორდინაცია, მათ შორის დისციპლინა გასაზრდელია და ეს ნორმალური შენიშვნაა. ვაპირებთ, ყველა საქმიანი და არსებითი შენიშვნა მივიღოთ და გავიზიაროთ“, - აცხადებს დეპუტატი.

თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კოალიცია  მრავალპარტიულია, შესაბამისად გარკვეული განსხვავებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ბუნებრივია იქნებოდა.

„კონკრეტულად რა შემთხვევებიც იყო, ერთის მხრივ, ცუდია, როცა ეს ასე ხდება, მეორეს მხრივ კი, კარგია, რადგან ეს ადასტურებს, რაზეც ჩვენ სულ ვსაუბრიბდით, რომ ეს არის მრავალპარტიული კოალიცია და შესაბამისად გარკვეულ განსხვავებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იქნებოდა“, - აცახდებს კანონმედებლი.