ანა დოლიძე „სიმართლის კომისიის

ანა დოლიძე „სიმართლის კომისიის" შექმნის ინიაციატივით გამოდის

დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის პროფესორ-ასისტენტი ანა დოლიძე საქართველოში „სიმართლის კომისიის" შექმნის ინიაციატივით გამოდის. ამის შესახებ მან კარნეგის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ინიციატივის თანახმად, კომისია მაღალი სანდოობის მქონე, საზოგადოებისთვის ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანებით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ფაქტებს გამოიკვლევენ და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნიან.

„კომისია უნდა დაკომპლექტდეს ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოს ისტორიას, ქართულ მენტალიტეტს, ისტორიულ გამოწვევებს, სამართლებრივ სისტემას. მას  უნდა ჰყავდეს აპარატი, შემდგარი ძალიან კომპეტენტური ადამიანებით, რომლებიც კომისიის წევრებს ეტყვიან, რამდენად შეესაბამება რასაც ისინი აკეთებენ ზოგადად,  საქართველოს კანონმდებლობას" - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული კომისია იმ მოდელით უნდა შეიქმნას, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ არგენტინაში მოქმედებდა. იდეის განხილვას კარნეგის ცენტრში ექსპერტების დიდი ინტერესი მოყვა.

„მთავარი საკითხი ისაა, რომ შევკრიბოთ საქართველოს მმართველები, რომლებშიც არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები, არამდე მეცნიერები და ინტელიგენციაც იგულისხმება. მნიშვნელოვანია, მათ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა საქართველოს წარსულის შავი წერტილების განსახილველად და მათი მოგვარების გზების მოსაძებნად, რომლებიც მისაღები იქნება ქართველი ხალხისთვის. თუ ამ წამოწყების იდეა ის გახდება, რომ ეს კარგი საშუალებაა სამართლიანობის მისაღწევად, რაც ზოგმა შესაძლოა, შურისძიებად აღიქვას, ეს წამოწყება კრახით დასრულდება. უნდა მოიძებნოს ისეთი ფორმა, რომელიც ყველას მისცემს საშუალებას წარსულის საკითხების მოგვარებისა და შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის" - განაცხადა კარნეგის ცენტრის ექსპერტმა ჯეიმს კოლინზმა.