ივანიშვილი: რამდენიმე ელჩის დამტკიცების სანაცვლოდ, რამდენიმე დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს

ივანიშვილი: რამდენიმე ელჩის დამტკიცების სანაცვლოდ, რამდენიმე დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რამდენიმე ელჩის დამტკიცების სანაცვლოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება მოითხოვა.

როგორც from.ge-ს ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით, ივანიშვილმა განუცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს ელჩებთან დაკავშირებით, განმეორებით ერთი თვის წინ მიმართა და მას გადაწყვეტილება ერთი თვის წინ უნდა მიეღო.

„როგორც ვიცი, მათ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს და ამის სანაცვლოდ, ელჩების დამტკიცება შემოგვთავაზეს. საქართველოში შერჩევით სამართალი არ არის და პოლიტიკური ნიშნით, არავინ  იდევნება. ვინც დააშავა, მათ მოეკითხებათ. ელჩებს კი, ამასთან ნუ დააკავშირებენ და მთავრობის ნორმალურ ფუნქციონირებას კრიმინალთან ნუ გააიგივებენ“, - დასძინა პრემიერმა.