ლორთქიფანიძე: იმედი უნდა გვქონდეს, რომ   ნანუაშვილის ომბუდსმენად არჩევით,  პრინციპული, მიუკერძოებელი და ხალხის ინტერესების დამცველი მოხელე გვეყოლება

ლორთქიფანიძე: იმედი უნდა გვქონდეს, რომ ნანუაშვილის ომბუდსმენად არჩევით, პრინციპული, მიუკერძოებელი და ხალხის ინტერესების დამცველი მოხელე გვეყოლება

უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველის პოსტზე, უჩა ნანუაშვილის დანიშვნას პოზიტიურად აფასებს.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში,  ერთ-ერთი ყველაზე ამომწურავი, ობიექტური და ყოვლისმომცველი დასკვნები სწორედ,  „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ იყო წარმოდგენილი,  რომელსაც უჩა ნანუაშვილი ხელმძღვანელობდა. 

ლორთქიფანიძე იმედოვნებს, რომ ნანუაშვილის ამ პოსტზე დანიშვნით, პრინციპული, მიუკერძოებელი და ხალხის ინტერესების დამცველი მოხელე გვეყოლება.

„ნებისმიერი ხე  ნაყოფით იცნობა.  ვფიქრობ,  რომ თუ გადავავლებთ თვალს უჩა ნანუაშვილის მიერ,  აქამდე წარმოებულ საანგარიშო პროცესებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, დავასკვნით,  რომ ერთ-ერთი ყველაზე ამომწურავი, ობიექტური და ყოვლისმომცველი დასკვნები  სწორედ,  ადამიანის უფლებათა ცენტრიდან იყო წარმოდგენილი, რომელსაც უჩა ნანუაშვილი ხელმძღვანელობდა. მარტო ის ფაქტი, რომ ის 15 წლის განმავლობაში ინტენსიურად  ჩართულია უფლებადაცვით საქმიანობის სფეროში,  ის ფაქტი, რომ მას გააჩნია ძალიან კარგი ავტორიტეტი არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არამედ, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მეტყველებს იმაზე,  რომ ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველად  არჩევით,  პრინციპული,  მიუკერძოებელი და ხალხის ინტერესების დამცველი მოხელე გვეყოლება“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე 5 წლიანი ვადით უჩა ნანუაშვილი 82 მომხრე ხმით 18-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.