ივანიშვილი: უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ კოალიციური დისციპლინა სუსტია

ივანიშვილი: უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ კოალიციური დისციპლინა სუსტია

პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ კოალიციური დისციპლინა სუსტია.

როგორც ჟურნალისტებს პრემეირმა განუცხადა, კოალიციიის წევრები ხშირად ჟურნალისტებთან, ან ოპონენტებთან ერთად ახერხებენ ურთიერთობების გარკვევას.

„ჩვენ ვისაუბრეთ კოალიციური დისციპლინის გამკაცრებაზე. ვისაუბრეთ კოორდინაციაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის. შეხვედრის ძირითადი დრო მაინც მაჟორიტარების შეკითხვებმა წაიღო. საერთო პრობლემები რაც რეგიონებში იკვეთება, იპოთეკური კრედიტებია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქდეს. ამ პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, სადაც ამ პრობლემას უახლოეს ერთ კვირაში დავასრულებთ და შემდეგ მუშაობის დაწყება მთელ საქართველოშიც იქნება შესაძლებელი“, - დასძინა პრემიერმა.