საპატრულო პოლიციამ გარემოვაჭრეების აქცია დაშალა

საპატრულო პოლიციამ გარემოვაჭრეების აქცია დაშალა

საპატრულო პოლიციამ ნავთლუღის ბაზართან გარემოვაჭრეების აქცია დაშალა. 

გარემოვაჭრეებს საავტომობილო გზა  ჰქონდათ გადაკეტილი და 15 იანვრამდე გარევაჭრობის ნებართვას ითხოვდნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ტროტუარებზე გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე მათგანმა კვლავ სცადა გზის გადაკეტვა. პოლიციამ ისინი კვლავ ტროტუარზე დააბრუნა.

გარემოვაჭრეების პროტესტს პარტია „თავისუფალი საქართველოს" წევრი ალეკო შალამბერიძე შეუერთდა.

მისი თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია მძიმე სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, გარემოვაჭრეებსა და სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით ჯერ სასიკეთო არაფერი მომხდარა.