თურქეთმა პუტინს „სამხრეთ ნაკადის“ გახსნის დღეს სიურპრიზი მოუწყო

თურქეთმა პუტინს „სამხრეთ ნაკადის“ გახსნის დღეს სიურპრიზი მოუწყო

 ნავთობსადენის „სამხრეთ ნაკადის“გახსნის დღეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გახსნა, თურქეთმა განაცხადა, რომ ის  ნავთობსადენის პროექტს ტოვებს.

სააგენტო Salam News-ის ინფორმაციით, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის ტანერ ილდიზის განცხადებით, თურქეთი არ აპირებს „სამხრეთ ნაკადის“მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ის Nabucco West -თან და TANAP-თან აპირებს მუშაობის გაგრძელებას,რომელთა აქციონერიც ის გახლავთ.

 თურქეთის ეს განცხადება სიურპრიზი აღმოჩნდა რუსეთისთვის. პუტინმა ამის შესახებ კრასნოდარში ნავთობსადენის გახსნის დროს შეიტყო. მის საზეიმო გახსნას იტალიის კონცერნ Eni-ს დირექტორი პაოლო სკარონი, ფრანგული კომპანია EDF-აღმასრულებელი დირექტორი ანრი პროგლიო, გერმანული  Wintershall Holding GmbH -ის მმართველი რაინერ ზალე , South Stream Transport-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მარსელ კრამერი,სლოვენიის  Plinovodi d.o.o-ს გენერალური დირექტორი მარიან ებერლინცი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.