ლევან მაისურაძისა და გოჩა წერეთელის არჩევნებში მონაწილეობა არ დასტურდება

ლევან მაისურაძისა და გოჩა წერეთელის არჩევნებში მონაწილეობა არ დასტურდება

ცესკოს დოკუმენტების მიხედვით ლევან მაისურაძისა (ვანო მერაბიშვილი) და გოჩა წერეთელის (გია ლორთქიფანიძის) არჩევნებში მონაწილეობა არ დასტურდება.

ამის შესახებ განცხადება, ცესკოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ცესკოს მიერ,  საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებლმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოადგინა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინება (№11ა/9022), რომლის თანახმადაც გამოძიებას უფლება ჰქონდა ამოეღო მოქალაქეების: ლევან მაისურაძისა და გოჩა წერეთელის 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამომძიებელს წარუდგინა მოთხოვნილი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ე.წ. „სამაგიდო“  სიაში ზემოთხსენებული პიროვნებების სახელისა და გვარის გასწვრივ გრაფებში ხელმოწერები არ იყო დაფიქსირებული.