Independent: : „მაგნისტსკის აქტი“ შესაძლოა ბრიტანეთმაც მიიღოს

Independent: : „მაგნისტსკის აქტი“ შესაძლოა ბრიტანეთმაც მიიღოს

პოპულარული ბრიტანეული გამოცემის Independent-ის განცხადებით, არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება „მაგნიტსკის აქტის“ ამოქმედების შესახებ, ბრიტანეთმაც მიიღოს. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, როდესაც ამერიკაში „მაგნსიტსკის სიის“ შესახებ ალაპარაკდნენ, ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა თეთრ სახლთან შეერთება გადაწყვიტეს, თუმცა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასტიკი უარი განაცხადა ამ აქტთან მიერთებაზე, რადგან მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭების შეეშინდა.

„ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ორმა ყოფილმა მინისტრმა ლეიბორისტმა დევიდ მილბენდმა და  კონსერვატორმა სერ მალკოლმ რიფკინდმა განაცხადეს, რომ რუსი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის,ბრიტანეთში შესვლა უნდა აიკრძალოს.რიფკინდმა კი განაცხადა, რომ რუსეთთან ამან ურთიერთობა ნამდვილად არ უნდა გააფუჭოს, რადგან თვით რუსეთის მთავრობის ინტერესებშიც  უნდა შედიოდეს კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ბრძოლა.

ლონდონი მდიდარი რუსი ოლიგარქების საყვარელი ადგილია.სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული,ბრიტანეთის პალატამ დაუნინგ-სტრიტზე ზეწოლა გააგრძლიეროს და მთავრობას „მაგნიტსკის აქტის“ მიღება მოსთხოვოს“,- წერს სარედაქციო სტატიაში   Independent.