კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“   კანცელარიის წინ აქციას გამართავს

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ კანცელარიის წინ აქციას გამართავს

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“   კანცელარიის წინ აქციას გამართავს. ამის შესახებ From.ge  დაზარალებულთა ცენტრ “ერთობის“  საქმეთა მმართველმა ლაშა გეგეჭკორმა აცნობა.

დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“   არასამთავრობო ორგანიზაციებსა  და უფლებადამცველების დახმარებას ითხოვს.  მათი განცხადებით, მიუხედავად მათი არაერთი მცდელობისა(არჩევნებამდე და მის მერეც 2013 წლის ბიუჯეტში კოოპერატიული ბინათმშენებლების პრობლემა ასახული არ არის.

„8500 ოჯახის ვალი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ-და ამის ასრულებას 24 წელია ელოდებიან დაზარალებულნი. ვიცით რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო წინა ხელისუფლებისგან

დღევანდელს-შევთავაზეთ ერთობლივი მუშაობით შეგვექმნა მრავალწლიანი პროგრამა და დაწყებულიყო პრობლემის მოგვარება.  არცერთ წერილზე პასუხი არ გვაქვს არც სახ. კანცელარიიდან, არც ფინანსთა სამიისტროდან.

ამიტომ გადავწყვიტეთ ორშაბათს 10 დეკემბერს, 11 საათზე, გავმართოთ აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან შემდეგი მოთხოვნით: შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. გაცემული დაპირების შესრულება“,- აცხადებს ლაშა გეგეჭკორი