არასამთავრობო ორგანიზაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტების" თავმჯდომარე, ეკა ბესელიას მიმართვას უგზავნის

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტების" თავმჯდომარე, ზვიად ყუშიტაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიაs მიმართვას უგზავნის. From.ge ზვიად ყუშიტაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტების"თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი.  მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ეკა ბესელიას მიერ შედგენილ პოლიტ-დევნილთა სიას, რასაც ვერ დავეთანხმები, ამ სიაში არ არიან მოხვედრილები მართლაც პოლიტ-დევნილები. მე მინდა უთხრა ქალბატონ ეკას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სიებზე მუშაობდა.

ქალბატონო ეკა თქვენ კარგად იცით პირადად მე თუ რატომ დავტოვე ჩემი ქვეყანა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლები სააკაშვილის სპეცსამსახურების მიერ ასევე კარგად მოგეხსენებათ ჩემი გატაცების წამების შესახებ, ამის შემდგომ ჩემს მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე სადაც მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები და პირადად თქვენ. რომლებმაც დაგმეთ ის რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ  ჩემს მიმართ ჩაიდინა. ყოველივე ამის შემდგომ კარგად მოგეხსენებათ, რომ მე უკან არ დამიხევია და ისიც კარგად მოგეხსნებათ თუ როგორ მაიძულეს ბატონ ბიძინასთან შეკრების დროს ჩამწერი მოწყობილობით და ვიდეო კამერით შევსულიყავი, რასაც ჩემი ადამიანობიდან გამომდინარე და ვარ ქართველი ვარ პატრიოტი ჩემი ქვეყნისა, მე არ შეუშინდი სხვებისგან განსხვავებით და ეს ყველაფერი წინასწარ ვაცნობე ბატონი ბიძინას დაცვის სამსახურს. ყოველივე ამის შემდგომ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლე დადგა საფრთხის წინაშე. მომიწია ქვეყნის დატოვება გამომდინარე იქიდან, რომ გვერდში არავინ დამიდგა მიუხედავად იმისა სიმართლე ვთქვი და ზოგიერთიებივით არ გავიყიდე ფულზე, რასაც დღეს საქართველოში 70% როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა ასევე ის პირები, რომელბიც დღეს როგორც თქვენს გვერდით არიან ასევე ქართული ოცნების გვერდით. დღეს მე ვიმყოფები ბელორუსიაში ქვეყანაში სადაც არ არის ადვილი მოგანიჭონ პოლიტდევნილის სტატუსი, ალბათ მიხვდებით ქალბატონო ეკა, რომ ჩემი აქ პოლიტდევნილის სტატუსის მონიჭება მოხდა დიდი გადამოწმების შემდგომ რაც ბელორუსიამ ჩაატარა.  დღეს მე დატოვებული მყავს ჩემი ოჯახი საქართველოში, თუ როდისმე რომელიმეს გაგხსენებიათ ან რამით თუ დამხმარებიხართ ან გვერდში თუ დამდგომიხართ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მე ბელორუსიაში ვიმყოფები. ქალბატონო ეკა მე თქვენ ფეისბუქის საშუალებით ამის შესახებ მოგწერეთ, რომ გადაგეხედათ ჩემი საკითხისთვის, არამარტო ერთხელ, მოგწერეთ რამოდენიმეჯერ. ტელეფონით შეტყობინებაც გამოგიგზავნეთ, მაგრამ ამაოდ. მე თქვენგან ვერც პასუხი მივიღე და ვერც ახსნა თუ რატომ არ ვიყავი ამ სიაში. მე მოგიწოდებთ და მოგმართავთ კარგად გადახედოთ პოლოტ დევნილების სიას და მოხვდეს ყველა ის ადამიანი ვინც მართლაც პოლიტდევნილია და ასეთ სიას ნუ ადგენთ მხოლოდ იმ ადამიანებით ვინც თქვენი მეგობრები არიან და შეგახსენებთ, რომ ელემენტარული პასუხი უნდა გასცეთ ადამიანს, რომელიც მოგმართავთ წერილობით, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს გცემთ ეს არის თვქენის მხრიდან უპასუხისმგებლობა!  ნათქვამია  არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ემიგრანტების თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.