ომბუდსმენი - უჩა ნანუაშვილი გახდა

ომბუდსმენი - უჩა ნანუაშვილი გახდა

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე 5 წლიანი ვადით უჩა ნანუაშვილი 82 მომხრე ხმით 18-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

პარლამენტში ნანუაშვილის კანდიდატურის განხილვა მიმდინარე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

38 წლის ახალი სახალხო დამცველი თხუთმეტი წელია, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობს. უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ამასთან, მუშაობს რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებში. 2010 წლიდან კი, არის თბილისის ადამიანის უფლებათა  სახლის გამგეობის თავჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის თანამდებობა 20 სექტემბრიდან  ვაკანტური იყო. ნანუაშვილმა პოსტზე გიორგი ტუღუში ჩაანაცვლა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში, მინისტრდა დაინიშნა.