ტრაფალგარის მოედანზე ასკეტური ნაძვისხე აანთეს

ტრაფალგარის მოედანზე ასკეტური ნაძვისხე აანთეს

ლონდონის ცენტრში საშობაო ნაძვისხე აანთეს, საკმაოდ ასკეტური, ყოველგვარი გირლიანდების, ფერადი სათამაშოების და ვარსკვლავების გარეშე-ეს ნორვეგიული სტილია.ლონდონელებს საჩუქრად 120 წლიანი საშობაო ხეს წორედ ოსლოდან ჩამოუტანეს.

ტრადიცია,ლონდონელებისთვის ნორვეგიული საშობაო ნაძვისხის ჩუქებისა 1947 წლიდან იღებს სათავეს.

ნაძვისხეს ათასობითკილომეტრის გავლა უწევს, სანამ წვიმიანი ალბიონის დედაქალაქში ჩამოაღწევს. ნორვეგიულ ნაძვისხეს თან ოსლოს მერიც ჩამოჰყვა, რომელიც გახსნის საზეიმო ცერემონიას შეუერთდა,რომელიც ორკესტრის თანხლებით მოხდა.

ლონდონელებისთვის საშობაო ნაძვისხის ანთება წინასაშობაო დღესასწაულის დასაწყისია. ამ დროისთვის ყველა მაღაზიის ვიტრინა მორთულია, შობის ღამისთვის კი ყველა რესტორანსა და კაფეში მაგიდები უკვე დაჯავშნულია.