პუტინმა „სამხრეთ ნაკადის “ მშენებლობის ბრძანება გასცა

პუტინმა „სამხრეთ ნაკადის “ მშენებლობის ბრძანება გასცა

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნავთობსადენ „სამხრეთ ნაკადის“ მშენებლობის დაწყების ბრძანება გასცა და გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიმბოლური გაზსადენიც თვითონ აანთო.

„სამხრეთის ნაკადი“ რუსეთიდან ბულგარეთამდე შავი ზღვის ფსკერზე გაივლის, შემდეგ კი ორ ნაკადად გაიყოფა. ერთი ნაკადი სერბიას, უნგრეთსა და ავსტრის გადაკვეთავს, მეორე ნაკადი კი საბერძნეთს და სამხრეთ იტალიას.

ნავთობსადენი წელიწადში 63 მილიარდ კუბომეტრ საწვავს გაატარებს.

ევროპა გაზის პირველ ნაკადს უკვე 2015 წელს მიიღებს.