ჯაფარიძე: ნუკრი ქანთარიამ „სამარცხვინო“  განაცხადება გააკეთა

ჯაფარიძე: ნუკრი ქანთარიამ „სამარცხვინო“ განაცხადება გააკეთა

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „სამარცხვინო“  განაცხადება გააკეთა და მას „თავში აქვს ავარდნილი“.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა „პოლიტიკურ სუტინიორობას“ შეეშვას.

ქანთარიას განცხადებას უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქანთარიას „თავში აქვს ავარდნილი“ და მას ქართველი ხალხის მხარდაჭრის მართლაც სჯერა, მაშინ, როდესაც მისი რეიტინგი -ნულია.

„ახლა მივხვდი ამჟამინდელი პროკურორი თუ რას გულისხმობდა განცხადებაში - პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული უნდა მოხვიდეო“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ქანთარიას განცხადებას ჩიორა თაქთაქიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისმა ოპონენტმა „სამარცხვინო“ განცხადება გააკეთა და ამაზე რეაგირება პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოახდინოს, რადგან მსგავსი შეურაცხმყოფელი შეფასება პირველი ფაქტი არ არის.

„თქვენი ვალდებულება დაიცვათ არა პარტიული ინტერესები, არამედ სტატუსი. ქანთარიას განცხადება სამარცხვინოა და როგორც ქალისთვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელია“, - განაცხადა დეპუტატმა.