ბროდვეი ალისია კეისიმ ცეცხლოვანი მუსიკით აღაფრთოვანა(VIDEO)

ბროდვეი ალისია კეისიმ ცეცხლოვანი მუსიკით აღაფრთოვანა(VIDEO)

 ცნობილი ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის და პიანისტის ალისია კეისის მეხუთე ალბომმა Girl on Fire-ბროდვეი აღაფრთოვანა. თვითონ ალისიას განმარტებით,  მან ამ ალბომში თავისთავს უფლება მისცა ყოფილიყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის-რომანტიული და ცოტა მოდუნებული.

ალისია კეისი 1981 წელს ამერიკაში მანჰეტენზე იტალიელი მსახიობის ტერეზა ოჯელოსა და აფროამერიკელ ადვოკატ სტიუარტ კრეიგ კუკის ოჯახში დაიბადა. კეისის განცხადებით, მისთვის არასოდეს შეუშლია ხელი იმას, „რომ ყოფილიყო არც ძალიან თეთრი და არც ძალიან შავი“.

14 წლიდან ალისია მუსიკის წერას იწყებს. შემდეგ გახლდათ Professional Performing Arts School, რომელშიც ალისიამ სულ სამი წელი ისწავლა და კოლუმბიის უნივერსიტეტი, რომელიც მუსიკალური კარიერის გამო, არ დაამთავრა.

ალისია კეისიმ ალბომამდე „Girl on Fir“ ოთხი ალბომი გამოუშვა- „Songs in A Minor“, „The Diary of Alicia Keys“,“Unplugged“და  „As I Am“.

ალისია კეისი მღერის რიტმ-ენდ ბლიუზის, სულის, ნეოსოულის სტილში, არის 14 გრემის ჯილდოს მფლობელი.