მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში იგი თავის პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის უკვე შეხვდა. შეხვედრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვიანებით გაავრცელებს.

მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ბრონისლავ კომოროვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.