ნარკოდანაშაულისთვის წინანდალში ოთხი პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის წინანდალში ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანასაულისთვის ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ უკანონოდ დამზადება-შეძენა-შენახვის ფაქტზე ოთხი პირი: 1973 წ. დაბადებული გიორგი ბ. 1972 წ. დაბადებული ვასილ მ. 1974 წ. დაბადებული ლევან ზ. და 1971 წ. დაბადებული ქართლოს ქ. დააკავეს.

ამოღებულია 0,00207 გრამი ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშნებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული7-დან 14 წლამდე პატიმრობას  ითვალისწინებს. საქმეს იძიებს შსს კრიმინალური დეპარტამენტი.