ჩრდილოეთის ზღვაში 11 დაკარგულ მეზღვაურს ეძებენ

ჩრდილოეთის ზღვაში 11 დაკარგულ მეზღვაურს ეძებენ

ჩრდილოეთის ზღვაში,როტერდამის პორტთან,  გემმა „ბალტიკ ეისმა“ კატასტროფა განიცადა.ნიდერლანდების სანაპირო დაცვის დეპარტმანეტის განცხადებით, „ბალტიკ ეიმა“  კიპრის გემ „კორვუს ჯეისთან’“ შეჯახების  შემდეგ, ზღვაში ჩაძირვა  დაიწყო. ზღვაში ჩაიძირა ტვირთი,როემლიც გემს გადაჰქონდა. დაკარგულია ეკიპაჟის 11 წევრი, რომელთაც ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. შტორმი ზღვაზე ხელს უშლის სანაპირო დაცვის წევრებს სამძებრო სამუშაოების ჩატარებაში.

ნიდერლანდების სანაპირო დაცვამ, კატასტროფიდან ერთ საათში, მაშველ ნავებში მსხდომიეკიპაჟის წევრები აღმოაჩინა.მათი განცხადებით, ეკიპაჟი სულ 24 წევრისგან შედგებოდა, გადარჩენილი მეზღვაურები ვერტმფრენებით როტერდამის  საავადმყოფოში გადაიყვენეს.