უმცირესობა ნანუაშვილს აკრიტიკებს და მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს

უმცირესობა ნანუაშვილს აკრიტიკებს და მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს

საპარლამენტო უმცირესობა სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის მიერ მხარდაჭერილია, მაშინ, როდესაც, სახალხო დამცველის ერთ-ერთი ფუნქცია საპატიმროებზე კონტროლის განხორციელებაა.

გაბაშვილის განცახდებით, ასევე ბუნდოვანია ნანუაშვილის პოზიციები ბოლო პერიოდში არსებულ დარღვევებთან და იგივე დაჭერებთან დაკავშირებით.

ამასთან, გაბაშვილმა განაცხადა, რომ 2007 წელს,  დაწყებული კამპანიის „ბოდიშის“ ერთ-ერთი ავტორი უჩა ნანუაშვილია და ამ კამპანიის საქმიანობა ოკუპირებულ მცხოვრებ ადამიანებისთვის ბოდიშის მოხდას გულისხმობდა.

„თურმე, ჩვენ გქვონია ბოდიში მოსახდელი, იმ ხალხს, რომელსაც ნახევარი მლნ ადამიანი ქუჩაში დაგვიტოვეს“, - დასძინა გაბაშვილმა.

ამ წუთებში, ნანუაშვილს უმცირესობის სხდომაზე უსმენენ. მისი სახალხო დამცველის პოსტზე დანიშვნა კი, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება.