ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე იქნება

ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე იქნება

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის ვაკო ავალიანის განცხადებით, ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე რჩება.

მისივე თქმით, ამ დროისათვის ცნობილია,  რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დარჩება ასევე ლაშა ბერიძე, ხოლო ერთ-ერთი მოადგილე იქნება ვალერი ჩაჩიბაია.

გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი ირაკლი ძნელაძე თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ერთობლივად წარადგინეს.

ამასთან, გიორგი კალანდაძისთვის გაერთიანებული შტაბის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე დაინიშნებოდა.