ეგვიპტეში არეულობა ისევ გრძელდება

ეგვიპტეში არეულობა ისევ გრძელდება

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ეგვიპტეში არეულობა გრძელდება.პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის,შეტაკება მოხდა.

დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მოწინააღმდეგენი ერთმანეთს ქვებს და ცეცხლწაკიდებულ ბოთლებს ესვრიან, წვავენ მანქანებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მოქალქეთა შეჩერება სპეცნაზმაც ვერ შეძლო.შეტაკება ქაიროში,პრეზიდენტის სასახლეთან, ამდროისთვისაც გრძელდება.

არეულობაა ეგვიპტის სხვა ქლაქებშიც.  ისმაილიასა და სუეცში ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ძმები მუსლიმების“ ოფისები გადაწვეს.

ეგვიპტეში არეულობა მას შემდეგ დაიწყო,რაც ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ, რომელიც „ძმებ მუსლიმების“ პარტიის წარმომადგენელია, თავისი უსაზღვრო ძალაუფლება ქვეყანაში მიღებული რეზოლუციით გაამყარა.