უმცირესობას სახალხო დამცველობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება

უმცირესობას სახალხო დამცველობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება

საპარლამენტო უმცირესობას სახალხო დამცველობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, უმცირესობა ომბუდსმენობის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს.

„ომბუდსმენის თანამდებობაზე მხარს თამარ გურჩიანის კანდიდატურას ვუჭერდით, მაგრამ  უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა“, - დასძინა მან.

ამ წუთებში, უჩა ნანუაშვილს უმცირესობის წევრები უსმენენ და სახალხო დამცველობის კანდიდატი პრიორიტეტებზე საუბრობს.