104 წლის არქიტექტორი ოსკარ ნიმეირი გარდაიცვალა

104 წლის არქიტექტორი ოსკარ ნიმეირი გარდაიცვალა

ბრაზილიაში,რიო დე ჟანეიროს საავადმყოფოში,104 წლის ასაკში „მსოფლიოს XXსაუკუნის არქიტექტორი“, როგორც მას ბევრი უწოდებდა ოსკარ ნიმეირი გარდაიცვალა.

ნიმეირის მიერაა აშენებული ბრაზილიის ყველა ცნობილი სახელმწიფო დაწესებულებები, სასტუმროები,გაეროს შტაბბინა ნიუ-იორკში, ქვეყნის ახალი დედაქალაქ ბრაზილიის თითქმის მთელი შენობები.

ნიმეირის დაარსებულია თანამედროვე ბრაზილიის არქიტექტურული სკოლა,მან ჩაუყარა სათავე მსოფლიოში რკინაბეტონის ნაგებობებს. მის დაპროექტებულ

შენობებს პირამიდის, ამობრუნებული  თასების,ზარების ფორმები გააჩნია. ის სიცოცხლის ბოლოწუთებამდე მუშაობდა ახალპროექტებზე.

ბრაზილიას უდიდესი არქიტექტორის გარდაცვალება პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა მიუსამძიმრა.

„დღეს ბრაზილიას ერთ–ერთი გენიოსი გამოაკლდა. ამ დღეს ჩვენ ვგლოვობთ, რათა მისი სიცოცხლითდავტკბეთ“,–განაცხადა პრეზიდენტმა.