ჭუტა წერეთელი წამების იარაღად “პლოსკოს“ იყენებდა

ჭუტა წერეთელი წამების იარაღად “პლოსკოს“ იყენებდა

"გადასახდელი გაქვს ძმაო, ეგ 650 000 და უნდა გადაიხადო“ - ასე „ურჩევდა საქმეებს“ „მასტერა“  იგივე გია დგებუაძე მოდულის შენობაში დაბარებულ ბიზნესმენებს.

ფინანსური პოლიციიდან  - მოდულის შენობაში; მოდულის შენობიდან - ჭუტა წერეთლის კაბინეტში, ჭუტა წერეთლის კაბინეტიდან კი  - დევნილობაში, - ასეთი იყო დაუმორჩილებელი ბიზნესმენების ბედი.

ფულის „შეწერა“ ნაციონალურად  სხვადასხვა სქემით ხდებოდა: იწყებოდა თხოვნით, გრძელდებოდა მოთხოვნით და დაუმორჩილების შემთხვევაში მთავრდებოდა ციხით. შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში დგებოდა, თანხას ან „ნაცმოძრაობის“ ანგარიშზე ჩარიცხვით იღებდნენ, ან საპროცესო გარიგებებით. 

კომპიუტერული ტექნიკის კომპანია „მაქსტოპის" დირექტორი და მფლობელი ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე, ერთ-ერთი მათგანია,  რომელმაც უარი განაცხადა ნებაყოფლობით ეხადა ხარკი ნაციონალური მოძრაობისთვის. ამისთვის ის სამაგალითოდ დასაჯეს და ჭუტა (ავთანდილ) წერეთლის კაბინეტში  ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ სასტიკი ანგარიშსწორების  დეტალებს, მონაწილე პირების ვინაობას და წამების მეთოდებს,  მინდია ქაშიბაძე ექსკლუზიურად „გურია ნიუსისთვის“ ყვება.