„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პოლიტიკური ამნისტიის მუხლი დაემატა

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პოლიტიკური ამნისტიის მუხლი დაემატა

"ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მე-19 მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც, იმ პირების მიმართ პოლიტიკური ამნისტია გამოცხადდება, რომელთაც პარლამენტმა პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭათ.

ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ირიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც „ამნისტიის შესახებ“ პროექტზე მსჯელობენ.

პროექტში ჩამატებულ მუხლში ნათქვამია, რომ შექმნილი პოლიტიკური-სამართლებლივი ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტი ხელმძღვანელობს რა ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსაბლეის ნრეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მიიჩნევს რა, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისამართლებლივად დევნილი პირები, ამ კანონით აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას.

ამასთან, შესაბამის მუხლში აღნიშნულია, რომ გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ადამიანები, რომელთაც პარლამენტის დადგენილბით, მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებლივად დევნილი პირის სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, დადგენილება დაამტკიცა, რომლის მიხედვვითაც, 190 ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 25 პირს პოლიტდევნილის.