საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეიარაღებული ძალები არავის ხელში არასდროს იქნება პოლიტიკური თამაშის იარაღი.
ამის შესახებ ალასანიამ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად მთავრობისა და ოპოზიციის განსხვავებული პოზიციებისა რიგ საკითხებზე, ქართული ჯარი, ქართული არმია არის ის, რასაც ორივე პოლიტიკური ძალა სიამაყედ აფასებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ შეიარაღებული ძალები არავის ხელში არასდროს იქნება პოლიტიკური თამაშის იარაღი. მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მთავრობის და ოპოზიციის განსხვავებული პოზიციებისა რიგ საკითხებზე, ქართული ჯარი, ქართული არმია არის ის, რასაც ორივე პოლიტიკური ძალა სიამაყით აფასებს და ერთობლივად მოვუვლით. დარწმუნებული ვარ, რომ იმ წარმატებაზე, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მიაღწია და ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, რომ ფუნდამენტურად დემოკრატიული საზოგადოება ვართ, უნდა ავაშენოთ ძლიერი, გაერთიანებული სახელმწიფო და უნდა დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში. ყველასთან ერთად, მე კიდევ ერთხელ გილოცავთ იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უდრეკად მიდის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ"- განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შერჩეული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ორივე მხარის ერთობლივი პოზიტიური ნაბიჯია.
„ჩვენი მთავარი ღირებულება არის ის, რომ ჩვენ გვყავს უკვე საბრძოლო გამოცდილებისა და კარგი განათლების მქონე ოფიცრობა და როგორც ითქვა, პოლიტიკის მიღმა სამხედრო შეიარაღებული ძალები. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, მუდამ სადარაჯოზე ვიქნები, რათა თქვენ უზრუნველყოფილი იყოთ ყველაფრით, რათა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იყოს გამართული. მნიშვნელოვანი დღეა დღეს იმითაც, რომ პოლიტიკური ძალები ვთანხმდებით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები დგას ისევე, როგორც სამართალდაცვითი სტრუქტურები მთლიანად პოლიტიკის მიღმა და ჩვენ ავაშენებთ ძლიერ არმიას, რომელიც ძლიერი, განვითარებული საქართველოს სადარაჯოზე