პარლამენტმა 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 25 ადამიანს - პოლიტდევნილის

პარლამენტმა 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 25 ადამიანს - პოლიტდევნილის

პარლამენტმა „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ დადგენილების პროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, პოლიტპატიმრის სტატუსი - 190 პირს მიენიჭა, ხოლო პოლიტდევნილის - 25 ადამიანს. პარლამენტმა   აღნიშნულ დადგენილებას მხარი 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ  დაუჭირა  და მათი გათავისუფლების მექანიზმების შექმნის ვალდებულება აიღო.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებლი დადგენილებით, იმ პირთა სია დგინდება, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად მიიჩნევიან.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს უმოკლეს ვადაში აღნიშნული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები.

ამას გარდა, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ პირთათვის სამართლებრივი სტატუსისა და მარეაბილიტირებელი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ პოლიტიკური ნიშნით და ამ დადგენილების მიღებამდე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.  

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტის განხილვა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დოკუმენტი კანონმდებლებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააცნო.

კანონმდებლის განმარტებით, პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება პირის უდანაშაულოდ ცნობას არ ნიშნავს, არამედ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მიმართ პოლიტიკური ამნისტია განხორციელდება და ამასთან დაკავშირებით, მუხლი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დაემატება.

შეგახსენებთ, რომ სიის შედგენისას კომიტეტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის #1900 რეზოლუციის მე-3 პუნქტის ა, ც, დ და ე ქვეპუნქტებით ხელმძღვანელობდა. კომიტეტთან იმუშავა ჯგუფმა, რომელშიც 14 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო წარდგენილი. საბოლოო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანის საქმე იქნა განხილული და იმის გამო, რომ ზოგიერთი საქმის დოკუმენტაციის შესწავლა ვერ მოესწრო, ჯგუფი მუშაობას  კიდევ ერთი თვით გააგრძელებს.

რაც შეეხება სიას,  პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭება - გიორგი ქადაგიშვილს, გენადი არჩუაძეს, ბიძინა გიორგობიანს, გელა ნასყიდაშვილს, მიხეილ ქარელს, იასონ ჩიხლაძეს, ლევან ფხაკაძეს, ქიბარ ხალვაშს, ნიაზ ხალვაშს, მარინე ჭყონიას, ბადრი ბიწაძეს, ზურაბ გიგუაშვილს, გურამ გოგუას, ნიკა გელაშვილს, თემურ გიგაშვილს, მელიქ რაისიანს, გოჩა ვეტრიაკოვს, დავით ბეგიაშვილს, იანიკ ქარქუსოვს, ჯემალ ქარქუსოვს, ტარიელ ხალვაშს, მალხაზ ბაბლიძეს, ილია რამიშვილს, თეიმურაზ შენგელიას და გიგლა ბარამიძეს. 

ხოლო, პოლიტპატიმრის სტატუსის მიენიჭებვათ - 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით: - ადუაშვილი რევაზი, ნემსიწვერიძე მამუკა, ამბარცუმიანი ედუარდი, არევაძე თორნიკე, ახვლედიანი ვალერიანი, ბერიშვილი ლევანი, ბერაძე ზვიადი, ბიბილური ალექსანდრე, გამარჯობაძე ხვიჩა, გაჩეჩილაძე გივი, გოგალაძე ჯურხა, გოგოლიძე ლევანი, გოგოლაძე ვასილი, გოცირიძე კობა, გრძელივანიშვილი ერეკლე, დავითაძე ბეჟანი, ერაძე ალექსანდრე, ზაუტაშვილი ნიკოლოზი, ზურაშვილი შაქრია, კობაური კობა, მეფარიშვილი დავითი, მუხაშავრია გოჩა, მერებაშვილი ამირან, მანაგაძე დემურ, პეტრიაშვილი ბექა, ჟღენტი ოთარი, ჟღენტი თეიმურაზ, სამხარაძე ზაზა, სოლომონიძე ანზორი, სალუქვაძე გია, სტურუა ბახვა, ფარტენაძე დავითი, შუბითიძე აკაკი, ჩიღვინაძე ივანე, ჩიქვილაძე ზაზა, ჭეიშვილი დიმიტრი, ხუციშვილი ზურაბ, ძირკვაძე მერაბ, შენგელია მამუკა, გორგაძე მერაბი, გორდელაძე თემური, ანანიძე ცოტნე, მოსიძე ზურაბ, შარაშენიძე გუბაზ, გოგიტიძე გედევანი, ქველაძე ბადრი, კიკვიძე დავით. მოსიძე ზურაბი,

ყინწვირის საქმესთან დაკავშირებით: კეშელავა ოლეგი, გოგუაძე ნიკოლოზი, ჩარკვიანი ვარლამი, სისაური მახარე, ცილიკიშვილი მიხეილი, მაისურაძე მიხეილი, გვიმრაძე ზაზა, აღაჯანაშვილი გიორგი, ბეროშვილი გიორგი, გურული ბორისი, თოდაძე კახაბერი, ცამბაია თეიმურაზი, ჩიტრეკაშვილი დავითი, ჩიტრეკაშვილი ზურაბი, გუნდიაშვილი ჯემალი, შუკაკიძე დავითი, ბესელია მამუკა, გელაშვილი ზურაბი, თუთარაშვილი დავითი, ჩიგოგიძე ბადრი,  ჩიგოგიძე ბაქარ, ჩარბაძე ირაკლი, ღვალაძე რამაზ, სურამელაშვილი ჯემალ.

„დაიცავი საქართველო“: მაისურაძე მერაბი, ლომიძე კონსტანტინე, დოლიძე ლევან, ჯოხაძე ანდრო.

მუხროვანი: გორგიაშვილი შოთა, ფოცხვერაშვილი ბესიკ, ჯაჭავაძე ზვიად, თოფურიძე ირაკი, ბეგოანია ალექსანდრე, გრიგალაშვილი ბექა, ბიბილაშვილი ნიკოლოზი, მიქაძე ზურაბ, მურჯიკნელი ზაზა, საბაშვილი ვანო, საგინაშვილი ვაჟა, საგინაშვილი იმედა, ოთანაძე კობა, ხოხაშვილი პაატა, ბზიშვილი ზურაბ, სამადალაშბვილი გიორგი, ჯოლბორდი კახა, დვალი კახა, ამირიძე ლევან, ხუცურაული ვაჟა.

„მოძრაობა ერთიანი საქართველო“ - ნადირაძე მარლენ, ნაოჭაშვილი თეიმურაზი, წურიაშვილი სიმონი, ხარებავა ზვიადი, გრძელიძე დავით, ბაბილოძე ჯონი, ადამია დიმიტრი.

„ენვერი“ -  გევორქიანი არმენ, გალოგრე რუსლანი, შიკოიანი რუბენი, სკრილნიკოვი იური, აბდულაევი ედუარდი, მესხიძე დავითი, კიღურაძე ბაკური, აბაშიძე ტარიელ, კაკაბაძე გელა, პლუჟნიკოვი ვიაჩესლავ, დიასამიძე გოჩა.

„ქართული პარტია“ -  ბერიაშვილი თამაზ, იამანიძე შოთა, მერებაშვილი ფრიდონ, მახარაშვილი ვაჟა, გიგუაშვილი გალაქტიონ, ჯანჯალაშვილი ნიკოლოზ, ჩიხლაძე ჯიმშერ, ჩიხლაძე გიორგი, მაჭარაშვილი ხვიჩა, ჯამრელაშვილი დავით.

„ქართული ოცნება“ -  მაკარაძე ზაურ, კობახიძე ზაზა, მუმლაძე რევაზი, ანჯაფარიძე თეიმურაზ, საჯაია ზურაბ.

„სახალხო მართლმადიდებული მოძრაობა“ - აფხაიძე შოთა, ბლიაძე ზვიადი, ჩაჩუა ლევან, შალამბერიძე დავით, გაბედავა გიორგი, მაისურაძე რატი, გურჩიანი ჯაბა, ზუმბაძე ავთანდილი.

„სამოქალაქო ფრონტი“ -  ვაჩნაძე მელორი, ჟვანია ზაალი,  გოგინაშვილი შალვა,  გოგიჩაიშვილი ლევანი,  ჟვანია ლუარსაბი,  დარასელია აკაკი.

გაერთიანებული ოპოზიცია - გორგიაშვილი ლევან, გორგიაშვილი ბესო, მასურაშვილი ვახტანგ.

„ეროვნული ფორუმი“ -  ჩალაური თევდორე, ნეფარიძე ზურა, სულაძე დიმიტრი.

„კონსერვატიული პარტია“ -  კვეზერელი ნიკოლოზ, ხაინდრავა კახა, ჯიქია ჯონი.

„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ -  თავშავაძე ჯუმბერ, ჟორდანია გურამ.

„თავისუფალი საქართველო“ -  ახალკაცი გიორგი, ბლიაძე პავლე,  გველუკაშვილი მალხაზი, გოგიჩაშვილი გიგა, გოგლიჩიძე გიორგი, დევრიშაძე ფრიდონ, დემეტრაძე გიორგი, ზავრაშვილი გიორგი (რესპუბლიკური პარტია), ზერეკიზე გიორგი, თხელიძე ნანა, ლეონიძე ჯემალ, მაისაია ვახტანგ, მამედოვი კაზანფარ, მოლაშვილი თორნიკე, მურმანიშვილი ტარიელი,  რამაზაშვილი ლუკა,  რატიშვილი მერაბ, საღინაძე ბათუ,  ტატიშვილი დავით, ყეინიშვილი ზაზა, შალიკიანი ზურაბი, ჩხენკელი ლაშა, წითელაშვილი ტრისტანი, ჭუმბურიძე ალექსანდრე,  ხვინთელიანი ბესარიონ, ალიმბარაშვილი დავით, ფარეშიშვილი მამუკა, შინჯიკაშვილი ზვიად,  ყველაშვილი ივანე, სვანიძე პაატა, ლონდარიძე დავით, გორელაშვილი გიორგი, ჩაპლიგინი სერგეი, ექვთიმიშვილი გივი,  გველესიანი შალვა, დალაქიშვილი ილია და ბაჩიაშვილი დავით.