საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე ოპონენტებს მოუწოდებს - ხელისუფლების პირობებში ჩადენილი დანაშაული აღიარონ.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმრებრების საქმეებთან დაკავშირებული დადგენილების პროექტის განხილვისას სანიკიძემ განაცხადა, დღეს პარლამენტში ოპიზიცია არ არსებობს.
„ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება უნდა მოიპოვოთ. ამისთვის კი, აღიარეთ დანაშაული და მოიპოვეთ უფლება, რომ ოპოზიცაში იყოთ. საქართველოში სამართალმა პური ჭამა, სახელმწიფო წინ მიდის და ამას ვერავინ შეაჩერებს“, - დასძინა სანიკიძემ.