სამი მილიონი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ოპელენტ М6“ აღმოაჩინეს ამერიკაში.„ოპელენტ М6“ნივთიერებაა, რომელიც ჰაუბიცები და სხვა საარტილერიო მოწყობილობებისთვის გამოიყენება.
ლუიზიანის შტატის ქალაქ დოილში ყუთებში ჩაწყობილი ნივთიერება ერთ-ერთი კერძო კომპანიის Explo Systems Inc. ეზოში და შენობაში ინახებოდა.
კომპანიას ყოფილი სამხედრო საწყობის ტერიტორია არენდით ჰქონდა აღებული.
The Daily Mail -ის ინფორმაციით,ქალაქ დოილში დაახლოებით 800-მდე ადამიანია ევაკუირებული,რომელიც ქალაქის მოსახლოების ნახევარს შეადგენს.
სამართლადამცავები გამოძიებას აწარმოებენ.