შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წ. დაბადებული იასე თ. 1997 წ. დაბადებული ბაჩუკი მ. და 1996 წ. დაბადებული გიორგი თ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ციალა გ.-ს საცხოვრებელ სახლში ნიღბებით შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დაზარალებულს 50 აშშ დოლარი და 70 ლარი წაართვეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (ყაჩაღობა) II ნაწილის „ბ" და III ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.