ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე მე-IV გარდაიცვალა

ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე მე-IV გარდაიცვალა

ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე მე-IV 91 წლის ასაკაში  დღეს ბეირუთში წმინდა გიორგის სახელობის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა.

ეგნატე მე-IV  (ერობაში ხაზიმ ჰაბიბ ასადი) ბოლო პერიოდამდე სირიაში ცხოვრობდა.მისი რეზიდენცია დამასკოში იყო განლაგებული.

ლიბანური გამოცემის The Daily Star-ის ინფორმაციით, ხაზიმ ჰაბიბ ასადი ქალაქ ხამასთან ახლოს სოფელში,  არაბულ მართლმადიდებლურ ოჯახში დაიბადა. ხამაში სკოლის დამთავრების შემდეგ,ის ბეირუთში გადავიდა, სადაც უნივერსიტეტში ლიტერატურა შეისწავლა და ეკლესიაში მსახურობა დაიწყო. 1979 წლიდან ეგნატე მე-IV პატრიარქი გახდა.

ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ 15 ავტოკეფალურ ეკლესიას შორის, მისი მრევლის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით, 1,8 მილიონი კაცი სირიაში ცხოვრობს.