რას საუბრობს თქვენზე თქვენი ლაქის ფერი? (VIDEO)

რას საუბრობს თქვენზე თქვენი ლაქის ფერი? (VIDEO)

თქვენი ლაქის ფერი თქვენზე უფრო მეტს საუბრობს, ვიდრე თქვენ გგონიათ.

 

ქალბატონები, რომლებიც ვარდისფერი ფერის ლაქს ხმარობენ პერის ჰილტონის სტილის მიხედვით, გამბედავები,სექსუალურები და სიმდიდრისადმი არცთუ გულგრილად განწყობილნი არიან. ეს ქალბატონები ასევე ძალიან  ელეგანტურები და კარიერისტები არიან.

ნიუ-იორკის SPA Jin Soon Natural Hand and Foot Spa-ის მფლობელის ჯეილ სუნ ჩოის განმარტებით, ქალბატონები, რომლებიც სტაფილოსფერ ლაქს ირჩევენ ან ძალიან ბედნიერები არიან,ან ამისკენ ისწრაფვიან.

ის, ვინც მწვანე ან ლურჯი ფერის ლაქს ირჩევს, ცოცხალი,მოლაპარაკე და ურთიერთობების მოყვარულია.მისი დევიზია: „სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, რომ არ ღირს დროის დაკარგვა!“.

ვინც ხშირად ხმარობს თეთრი ფერის ლაქს დარწმუნებულია საკუთარ თავში,იცის რა უნდა და იშვიათად იცვლის საკუთარ აზრს.

წითელი ფერის ლაქის მოყვარული ქალბატონებში რომანტიულობა, ძლიერება და სტილის აღქმა ერთად გახლავთ შერწყმული. ამ ფერის ლაქის მოყვარულები ხშირად არიან შეყვარებულები და მუდამ პაემანზე მიეჩქარებათ.

ის ქალბატონები, ვინც იასამნისფერ ლაქის ხშირი მომხმარებლებია რიან, დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, რომ ყველა დაბრკოლებას გადალახავენ და ყველა საზღვარს გასცდებიან საკუთრი მიზნის შესასრულებლად. ამ ქალბატონებში ერთდროულადაა შერწყმული ბინზესლედიც და ბოჰემური სულის ქალბატონიც.