ჰილარი კლინტონს ნიუ-იორკის მერობას სთავაზობენ

ჰილარი კლინტონს ნიუ-იორკის მერობას სთავაზობენ

The New York Times -ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი ცდილობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკის მერის თანამდებობაზე დაითანხმოს.

გამოცემის თანახმად, ბლუმბერგი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა სამ მოწმეზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „როგორც ჩანს, ბლუმბერგი არ არის კმაყოფილი იმ კანდიდატურებით, ვინც  ამერიკის მეგაპოლისის თავკაცობისთვის იბრძოლებს“,-წერს გამოცემა.

ჰილარიკ ლინტონის განცხადებით, ის თავის პოსტს,ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის დამთავრებისთანავე დატოვებს. ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ის პოსტის დატოვების შემდეგ მხოლოდ დაისვენებს და წიგნებს დაწერს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოპულარული ამერიკელი პოლიტიკოსი.

ნიუ-იორკის არჩევნები 2013 წელს გაიმართება.