ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არიან გადაყვანილნი.

ამის შესახებ სუბარმა დღეს for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

სუბარის განცხადებით, ე.წ. მატროსოვის ციხე გარემონტდა და ახალაია და ოქრუაშვილი ციხის სხვადასხვა საკნებში არიან მოთავსებულნი.