ირაკლი დოკვაძე:    ჩემთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია, რომ ჩემს დაკავებაში პოლიტიკურ  მოტივს ვერ ხედავენ

ირაკლი დოკვაძე: ჩემთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია, რომ ჩემს დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავენ

უფლებადამცველი გია თევზაძე, რომელიც ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის  ფარგლებში  #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ იგი შეხვდა და ესაუბრა პატიმარ ირაკლი დოკვაძეს.

 თევზაძის თქმით, დოკვაძე გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან არსებული პოლიტპატიმრების შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული სიიდან მისი გვარი გაუგებარი მოტივით იქნა ამოღებული. თევზაძის განმარტებით, ირაკლი დოკვაძე  გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მისთვის უფრო მძიმე და ღირსების შეურაცხმყოფელი იყო პოლიტპატიმრების სიიდან მისი ამოღება, ვიდრე მისი სიკვდილმისჯილობის პერიოდი.

  „ჩემთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია, რომ ჩემს დაკავებაში პოლიტიკურ  მოტივს ვერ ხედავენ. სიაში მყოფი თითოეული პირის ბიოგრაფიამ და წარსულმა უნდა აჩვენოს, ვინ არის პოლიტიკური მსხვერპლი“,– აცხადებს პატიმარი.

უფლებადამცველ გია თევზაძის განცხადებით, პოლიტპატიმრების საქმეების შესწავლისას აუცილებელია ობიექტურობის და სამართლიანობის პრინციპის განუხრელად დაცვა.

„არსებული არა ერთი ნიშნით დასტურდება ხელისუფლების მხრიდან ირაკლი დოკვაძის  სისტემური და მიზანმიმართული დევნაა  პოლიტიკური ნიშნით. რადგან ფორმალური და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ირაკლი დოკვაძე სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უნდა იქნას პოლიტიკური ნიშნით დევნილ პატიმრად“,-აცხადებსთევზაძე.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ირაკლი დოკვაძეს პირველი ინსტანციის სასამართლომ   ცოლ-ქმარ გოჩა კვრიჭიშვილისა და ელზა გულიაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა.