წალკის  გამგეობასთან აქცია განახლდა

წალკის გამგეობასთან აქცია განახლდა

 დღეს, წალკის გამგეობის შენობასთან აქცია განახლდა. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები წალკის გამგეობაში პროკურატურის შესვლას და გამგეობაში ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, წლების განმავლობაში წალკის გამგეობაში საბიუჯეტო სახსრების მითვისება და გაფლანგვა ხდებოდა.

ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს წაკლის  გამგებელი მიხელი ცქიტიშვილი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სანამ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია გამგეობაში ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას არ დაიწყებენ, ისინი აქციებს გამგეობასთან პერმანენტულად გააგრძელებენ.