არჩილ კბილაშვილი: ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიების შუაგულში ვართ

არჩილ კბილაშვილი: ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიების შუაგულში ვართ

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ვერსიების გადამოწმების ეტაპზეა.

„გოგლა ჟვანია ჩვენთან არაერთხელ იყო მოსული. ეს ადამიანი მონდომებულია, რომ გამოძიებას დაეხმაროს. ვერსიებს, რომელიც მას გააჩნია, ვსწავლობთ. რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება - ხდება ვერსიების გადამოწმება, შეიძლება ითქვას, რომ გამოძიების შუაგულში ვართ“,- განაცხადა კბილაშვილმა.