ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ დავკითხეთ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა. ამ საქმესთან დაკავშირებით სიახლეა ის, რომ შესაძლებლობა წარმოიშვა, სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი გამოიკვეთოს. როცა საქმეს იმ კონდიციამდე მივიყვანთ, რომ შესაძლებელი იქნება ბრალი სრულად გამოვკვეთოთ, ამას გავაკეთებთ"- განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ, ეს რამდენიმე დღის საკითხია.

კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმესთან მიმართებაში სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქეზე უკვე დაკითხნენ შს მინისტრის ყოფილი მოადგილეები ლევან გვაზავა და გია ლორთქიფანიძე. დაკავებული იყო თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისფულდა.