ბობოხიძე: ფეიქრიშვილის გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდებით

ბობოხიძე: ფეიქრიშვილის გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდებით

საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ფეიქრიშვილის პოზიციას „გაგებით“ ეკიდება.

როგორც from.ge-ს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, სასურველი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ინიცირებისთვის ხელს ფეიქრიშვილი თუ არ მოაწერდა, მაგრამ ამ პოზიციის გამო, მისი უმცირესობის რიგებიდან გაშვება გამორიცხულია.

„მის პოზიციას გაგებით  ვეკიდებით. ეს მისი აზრია და რა ვქნა? ერთი საკითხის მხარდაჭერით ყველაფერი არ წყდება. სასურველი იქნებოდა, თუ ფეიქრიშვილი ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერდა, რადგან პარლამენტის თბილისში დაბრუნება, რეგიონისთვის კატასტროფაა“, - დასძინა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარდაჭერას უმცირესობის წევრი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი - გიორგი ფეიქრიშვილიც უცხადებს. ბიუროს გუშინდელ სხდომაზე, 80 კანონმდებელის ხელმოწერით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდა, რომლის თანახმად,  კონსტიტუციიდან 481 მუხლი ამოდის, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს.