არჩილ კბილაშვილი: პატიმართა წამების თემა 10 დღის განმავლობაში გაიხსნება

არჩილ კბილაშვილი: პატიმართა წამების თემა 10 დღის განმავლობაში გაიხსნება

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, „ციხის თემა" უახლოესი 10 დღის განმავლობაში გაიხსნება.

ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ციხეებში პატიმართა წამების თემაზე, რომლის შესახებაც საზოგადოებამ სექტემბერში შეიტყო, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება. ბევრი მოვლენა და გარემოება იქნა გამოკვეთილი და უახლოესი 10 დღის განმავლობაში ვგეგმავთ რომ  ციხის თემა გავხსნათ და საზოგადოებას გავაცნოთ, თუ რა მოხდა, როგორც მოხდა, რა ვითარებაში და რა მიზანს ემსახურებოდა ის"- განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქმესთან მიმართებაში არაერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.