დუბლინში  ყარაბაღის საკითხს არ განიხილავენ

დუბლინში ყარაბაღის საკითხს არ განიხილავენ

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატის და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის ბახარ მურადოვის განცხადებით,   6-7 დეკემბერს ირლანდიის ქალაქ დუბლინში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ყარაბაღის საკითხის განხილვა არ მოხდება.

„თუ ამჟამინდელ მოლაპარაკებათა პროცესს გადავხედავთ,  მინისტრების სხდომაზე ყარაბაღის საკითხისადმი სიტუაცია უცვლელი რჩება და ამას თავისი მიზეზიც გააჩნია“,–განაცხადა მურადოვმა.

დელეგაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეუთო თვლის,რომ რადგან სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოებულია, ყარაბაღის კონფლიქტის  განხილვის აუცილებლობის საკითხი არ დგას.