საკონსტიტუციო ცვლილებებს უმცირესობის წევრიც უჭერს მხარს

საკონსტიტუციო ცვლილებებს უმცირესობის წევრიც უჭერს მხარს

პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარდაჭერას უმცირესობის წევრი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი - გიორგი ფეიქრიშვილიც უცხადებს.

ბიუროს გუშინდელ სხდომაზე, 80 კანონმდებელის ხელმოწერით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება მოხდა, რომლის თანახმად,  კონსტიტუციიდან 481 მუხლი ამოდის, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს.

აღსანიშნავია, რომ ფეიქრიშვილის გარდა, ცვლილებებს მხარდაჭერას  ყოფილი ნაციონალებიც უჭერენ. კერძოდ, ფრაქცია - „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრები - კახაბერ ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, ენზელ მკოიანი, გოგი ლიპარტელიანი, სერგო ხაბულიანი, რევაზ შავლოხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სავარაუდოდ თებერვალში მოხდება. ამ ცვლილებას 2/3-ით უნდა ეყაროს კენჭი.