დავით ზურაბიშვილი: ღუპავთ ქვეყანას?

დავით ზურაბიშვილი: ღუპავთ ქვეყანას?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დავით სურაბიშვილი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს  სოციალურ ქსელ „facebook“ - ში  გამოეხმაურა.

„რა მაინტერესებს და თუკი, ეს ბიძინას რაზმი თან ფულზეა გაყიდული,  თან რუსეთის ინტერესებს ემსახურება, აგრეთვე ფაშისტები და ქსენოფობები გახლავან, ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ,  კრიმინალს აგულავებენ, პოლიტიკური რეპრესიებით დიქტატურის დამყარებას ცდილობენ და ყველა ამ სიკეთესთან ერთად უტვინოებიც არიან, მაშინ თქვე კაი დედმამიშვილებო, რა სინდისით იძახით, ამათთვის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა წინგადადგმული ნაბიჯი იყოო? რა დემოკრატიის ერთგულებამ შემოგიტიათ ძალაუფლების მეცხრე წლისთავზე? ღუპავთ ქვეყანას?“ -წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „facebook“ - ის საკუთარ გვერდზე.