„უფლებადამცველთა გაერთიანება

„უფლებადამცველთა გაერთიანება" და ყოფილი მანდატურები კოტე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება" და სამსახურიდან გათავისუფლებული მანდატურები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა მანდატურებმა განაცხადეს, რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სასამართლოს თანამშრომლებთან და მანდატურებთან წარდგენისას განაცხადა, რომ ვისაც სურს მუშაობა უნდა იმუშაოს, ხოლო ვისაც არ სურს, „სასამართლოს  გათავისუფლებულიმანდატურების გზას გაუყვეს".

როგორც პრესკონფერენციაზე მანდატურებმა განაცხადეს, 5 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ ის მანდატურები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ უკანონო მოსმენების, პოლიტიკური ზეწოლების, უკანონო ბრძანებების და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა.

„უფლებადამცველთა გაერთიანებამ" მანდატურების სამსახურში ადგენისა და ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში სარჩელი შეიტანა.

13 დეკემბერს მანდატურების საქმეს მოსამართლე კობა გოცირიძე განიხილავს, მაგრამ „უფლებადამცველთა გაერთიანებას" მიაჩნია, რომ პროცესი უზენაესი სასამართლოს კოტე კუბლაშვილის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება.