ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ მთავარი პროკურატურა 25-მა ადამიანმა დატოვა

ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ მთავარი პროკურატურა 25-მა ადამიანმა დატოვა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ 25-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა ადამიანებმა სამსახურები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

კბილაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ 51 ახალი კადრი მიიღო, ასევე შეიცვალა 6 საოლქო პროკურორი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და საქართველოს მასშტაბით 9 რაიონული პროკურორი.