იტალიამ ლეონარდო და ვინჩის ტილო დაიბრუნა

იტალიამ ლეონარდო და ვინჩის ტილო დაიბრუნა

იტალიელმა ხელოვნებათმცოდნეებმა ბევრი ძებნის შემდეგ მიაგენს ლეონარდო და ვინჩის დაკარგულ ტილოს „ბრძოლა ანგიართან“ და დაიბრუნეს. ამჯერად ხელოვნების ნიმუშმა იტალიის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში რომის კვირინალეს სასახლეში დაიდო ბინა.

თუმცა, ეს მთლად ლეონარდო და ვინჩის ნახატი არ არის,ის ვაზარის მიერ შესრულებული ასლია.

სურათზე გამოხატულია მილან-ფლორენციის 1440 წლის ბრძოლა, ფლორენციის დამოუკიდებლობისთვის.ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უდიდესმა მხატვარმა შედევრის შექმნა 1503 წელს დაიწყო.ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც ლეონარდო ახალი საღებავების შექმნის ტექნოლოგიაში ექსპერიმენტებს ატარებდა, საღებავები კედელზე ვერ ჩერდებოდა და მხატვარმა სურათის ხატვა შეაჩერა,შემონახულია ორიგინალის მხოლოდ ფრაგმენტი. რამდენიმე წლის შემდეგ, ფლორენციის ხელისუფლებამ ჯორჯო ვაზარის სთხოვა ნახატის ასლის  დახატვა, რათა ხელოვნების ნიმუში  არ დაკარგულიყო.