21 სავაჭრო ობიექტის გაქურდვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

21 სავაჭრო ობიექტის გაქურდვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული არიან 1995 წელს დაბადებული ნიკა გ. და 1993 წელს დაბადებული ნუგზარ ს.

მათ 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში წინასწარი შერჩევის შედეგად, თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე „ნუგეშის" 15  სავაჭრო ჯიხური, 2 საცხობი, „შირაქის ეკო პროდუქტებისა" და „კოდას" ჯიხურები გაქურდეს. თბილისის მასშტაბით, მათ  სულ 21 სავაჭრო ობიექტი.

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

მათ ბრალი სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც არაერთგზის და წინასწარი შეთახნმებით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.