ამერიკა შიშობს, რომ ბაშარ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

ამერიკა შიშობს, რომ ბაშარ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს

თეთრი სახლის განცხადებით, არ არის გამორიცხული, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი საკუთრი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს.

„რეჟიმი, რომელიც გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა, არ არის გამორიცხული, ამ ნაბიჯზე წავიდეს“,-განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეინ კარნიმ.

სირიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღი სირიას არ აქვს და რომც ჰქონდეს, მას არასოდეს გამოიყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

გაეროს განცხადებით,მდგომარეობის გაუარესების გამო,ის იძულებულია საკუთარი დამკვირვებელების უსაფრთხოებაზე იზრუნოს და აქედან გამომდინარე,გაეროს დამკვირვებელების მისია დამასკოში 100 კაციდან 25 კაცამდე შემცირდება.