ილია მეორე სიონის ტაძარში წირვას ასრულებს

ილია მეორე სიონის ტაძარში წირვას ასრულებს

სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია სრულდება.

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

მსახურების დასრულების ბოლოს კი უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

წმინდა იოაკიმს და ანას ღვთისმშობელი ღრმად მოხუცებულებაში შეეძინათ. წმინდა მშობლები უფლისაგან დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რომ მათ შვილი ჰყოლოდათ. წმინდა ანას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა,  რომელმაც ახარა, რომ მუცლად იღებდა და შეეძინებოდა ღვთისმშობელი. ყოვლადწმინდა მარიამი მშობლებთან ერთად, სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა სახლში, შემდეგ კი,  იგი ტაძარში მიიყვანეს და ღმერთს მიუძღვნეს.